ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მურღულია მის პოლიტიკაში დაბრუნებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ სამოქალაქო მოძრაობის სახელით იბრძოლებს. როგორც ქალაქის ყოფილი პირველი პირი ამბობს, მოძრაობას დაფინანსება და პოლიტიკური გეგმები არ აქვს და მოძრაობის წევრები დაგეგმილ აქტივობებს საკუთარი სახსრებით განახორციელებენ. აქტივობები არჩევნების მეორე ტურამდე გაგრძელდება, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს მოიცავს. ქალაქის ყოფილი მერის განმარტებით, მისი აქტივობაში ჩართვის მთავარ მიზანია ის, რომ მოქალაქეებმა სიბრაზის გამო არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღონ. როგორც შოთა მურღულია ამბობს, ის “ქართული ოცნების” წევრი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ვრცლად სიუჟეტში.