ცესკოს-ს ინფორმაციით, ავღანეთში მომსახურე
ქართველმა სამხედროებმა პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა დღეს მიიღეს. გახსნილი იყო ორი “ბაგრამის საავიაციო ბაზას” და მაზარი შარიფის საარჩევნო უბანი. საერთო ჯამში ორივე სამხედრო ბაზაზე რეგისტრირებულია 875 ამომრჩეველი.
“აღსანიშნავია, რომ დღეს განხორციელდა მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა. პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები სადაც მოთავსებულია ბიულეტენები, ილუქება და შედეგების დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ავღანეთის საარჩევნო უბნებზე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.”- აცხადებენ ცესკო-ში.