“სამართლიანმა არჩევნებმა” ქუთაისში, საღორიის ტყეში “თავისუფალი საქართველოს”
პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავასა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოგი წულაიას პერფორმანსი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად შეაფასა.
12 ოქტომბერს, საღორიის ტყეში, კახა კუკავამ გოგი წულაიასთან და სხვა მხარდამჭერებთან ერთად მოაწყო აქცია-პერფორმანსი. მათი თქმით, საქართველოში გლეხებისთვის ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს შეშით სარგებლობის უფლების მიღება, ხოლო უცხოელები ძალიან ხშირად საწარმოო მიზნებისთვის უამრავ ხეს იყენებენ. ამის საწინააღმდეგოდ, მათ უკვე წაქცეული ხეები დაჭრეს, საშეშედგაამზადეს და ქუთაისში ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.
“სამართლიანი არჩევნების” კვლევაში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 4 საარჩევნო ოლქში, რასაც ძირითადად სხვადასხვა პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების სახე ჰქონდა.