“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის
მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. მასში ასახულია სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13, სააგიტაციო მასალების დაზიანების 40 და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა, საეჭვო შემოწირულობის შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.
ISFED-მა საარჩევნო გაერმოს გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაც წარმოადგინა:
• ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ზეწოლა და თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელ პირებზე;
• პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მიერ კამპანიური აქტივობებისთვის ხ¬¬ელის შეშლისგან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და დაპირებები და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, არ დააზიანონ კონკურენტთა სააგიტაციო მასალები, თავი შეიკავონ უბნებზე კოორდინატორების მობილიზებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლისგან;
• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აღკვეთონ საჯარო სამსახურებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმბული პირებისთვის ე.წ. “მხარდამჭერთა სიების” შეგროვების დავალება, ასევე საჯარო მოხელეების აგიტაციაში იძულებით ჩართვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უნდა დაიცვან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, აღკვეთონ საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლო ფაქტები, არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციის გაწევა სამუშაო საათებში, მიაწოდონ ინფორმაცია მათთან დასაქმებულ საჯარო პირებს საარჩევნო პროცესში მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ..
ანგარიში ვრცლად იხილეთ – http://www.isfed.ge/main/1427/geo/