ქუთაისში არჩევნების დღეს გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
მოქალაქეთა განცხადებების მიღება გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებით 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
გადასატანი ყუთით სარგებლობა შესაძლებელია თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.