საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
თემურ შაშიაშვილი ამბობს რომ ქუთაისი საუნივერსიტეტო და მცირე ბიზნესის ქალაქი უნდა გახდეს, ამისათვის კი ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისში უნდა იყოს, ასევე ბიზნესის განვითარებისათვის ბანკში 500 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს.
“ქუთაისი გახდება საუნივერსიტეტო და მცირე ბიზნესის ქალაქი. ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გადმოვიდეს ქალაქში და მეორე საკითხი: 500 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს სპეციალურ ბანკში ქუთაისში ბიზნესის განვითარებისათვის. მე ვფიქრობ ქალაქზე. ამდენი ხანია პარლამენტი ქუთაისშია და არაფერი გაუკეთებიათ. თეატრში არ დადიან, ჭირი არ გაიზიარეს და ლხინი ქალაქის. რესტორნებში იარეს მარტო და კულტურული არაფერი გაუკეთებიათ”,- განაცხადა შაშიაშვილმა.