საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ფუნქციის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ქუთაისში თავის დროზე უზენაესი სასამართლოს გადმოტანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.
“ქუთაისში უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლო. ამისათვის ვაკეთებდით შენობას. ყველა ქვეყანაში მთავრი რგოლი, საპირწონე ხელისუფლების არის სასამართლო. ქვეყანა არ უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად: პრეზიდენტი იქეთ და პარლამენტი აქეთ. მთელი ქვეყნის სამართალი აქედან უნდა ყოფილიყო. თავის დროზე სააკაშვილი ამას ეთანხმებოდა, შემდეგ შეცვალეს და გადმოიტანეს პარლამენტი. სასამართლოში უფრო ბევრი ვინმე ჩამოდის, ვიდრე პარლამენტში. შეცდომა იყო პარლამენტის გადმოტანა. უნდა გადმოეტანათ სასამართლო. რადგან გადმოიტანეს პარლამენტი – ახლა მისი წაღებაა შეცდომა”,- განაცხადა შაშიაშვილმა.