59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებზე საკუთარ არჩევანს 156 051 ამომრჩეველი დააფიქსირებს. გასულ წელს კი ამომრჩეველთა რაოდენობა 152 561-ს შეადგენდა. ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის მასშტაბით ამომრჩევლების რაოდენობა 3 490-ით გაიზარდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 518 890 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისში 124 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ადაპტირებულია 24, პანდუსი კი 35 უბანს აქვს.