მესხიშვილის თეატრს “თავისუფალი თეატრი” ესტუმრება.
თეატრალური დასი მაყურებელს “კომედიანტებს” უჩვენებს. სპექტაკლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება.
ამ სპექტაკლით გაიხსნა 2001 წლის 31 მარტს “თავისუფალი თეატრი”. “კომედიანტებმა” 700 ზე მეტ ანშლაგს გაუძლო და არსებობა მთავარი როლის შემსრულებლის, ნიკო გომელაურის გარდაცვალების გამო შეწყვიტა. აღდგენილ სპექტაკლში კი მსახიობთა სრულიად ახალი შემადგენლობა თამაშობს.