თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.

 

მოეწყობა გახსნის გრანდიოზული ცერემონიაც. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“თეთრ ხიდს რეაბილიტაცია 2010 წელს ჩაუტარდა, თუმცა, სამწუხაროდ, 2012-ში ფეხით სავალი ნაწილი უკვე დაზიანებული იყო. ჩვენმა არქიტექტორებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად იმუშავეს. ხიდზე განლაგებულ ლითონის ფილებზე დაწერილი იქნება ცისფერყანწელთა გამონათქვამები. თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება. იქნება განსაკუთრებული ცერემონია. გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამდეროვე ბალეტი წარმოადგენს პერფორმანსს ცისფერყანწელებისა და გალაკტიონის ხმების ფონზე. ეს იქნება ძალიან საინტერესო,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხიდის რეაბილიტაციას “ალმა რუს საქართველო” ახორციელებს. რეკონსტრუქციის დასრულების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია, რასაც კომპანიის წარმომადგენლები შესასრულებელი სამუშაოების სირთულეს უკავშირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *