ქუთაისის მერიაში “ლეიბორისტული პარტიის”
ბრალდებებს პასუხობენ. როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს.
“ქუთაისის მერია არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და არაა უფლებამოსილი რაიმე სახით ჩაერიოს წინასაარჩევნო პროცესებში და გამოიყენოს რაიმე სახის რესურსი. ყველა თანამშრომელი ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ერთ-ერთი პარტიის მხრიდან მორიგი მცდელობაა, დაუსაბუთელბად დაადანაშაულოს მერია არ არსებულ ფაქტში,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლებმა ქუთაისის მერია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, საჯარო სამსახურების თანამშრომლებს მხარდამჭერების სიის შედგენა დაავალეს.