“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
სამსონ გუგავა მერიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. გუგავა აცხადებს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულები წნეხის ქვეშ იმყოფებიან და მათ მხარდამჭერების სიის შედგენას სთხოვენ. მისივე თქმით, აღნიშნულის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერის დავალებით ყველა საჯარო დაწესებულებაში სპეცთათბირები ჩატარდა.
“თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ. ავალებენ 20-25 კაცის მიძიებას. შექმნილია სპეციალური ბლანკები, სადაც უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი. თუ ეს სია არ იქნება რეალური, სამსახურს უამრავი ადამიანი დაკარგავს,”-განაცხადა სამსონ გუგავამ.
“ლეიბორისტული პარტია” აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურსათვის მიმართვას აპირებს.