ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
კოდექსი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა. აღნიშნულ კოდექსს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასა და საუბნო საარჩევნო კომისიებში მოეწერა ხელი. ეთიკის კოდექსის პრინციპები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 40 000-მა წარმომადგენელმა გაიზიარა.
“ეთიკის კოდექსი გულისხმობს, რომ არჩევნებში ყველა ჩართული მხარე იყოს თანაბარ პირობებში და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი. ასევე, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აწარმოონ თავიანთი საარჩევნო კამპანია,”-განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
კოდექსის დარღვევის შემთხევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი დისციპლინარულ პასუხისმგებლობას იღებს.
“მოვაწერე ხელი ეთიკის კოდექსს ხელი. გავიზიარე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს კომისიის წევრი, რა ვალდებულებები აქვს და რა ეკრძალება. აღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია, რადგან იყოს შთაბეჭდილება, რომ არჩევნები ობიექტურად მიმდინარეობს,”-განაცხადა 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა თამარ ხმელიძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.