ქუთაისის მერის პორტრეტის ავტორი, მხატვარი ლევან გოგიტაძე პერსონალურ გამოფენას აანონსებს.
გამოფენაზე ის პორტრეტები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნა.
“ტილო-ზეთი, ერთი კვირის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები. სულ მალე მოეწყობა გამოფენა, სადაც იქნება მხოლოდ პოლიტიკოსების პორტრეტები. პორტრეტები კიდევ დაიხატება, ეს დასაწყისია, გამოფენის დრო გამოცხადდება, გელით ყველას. მთავარი არსი გამოფენის იქნება ქველმოქმედება,”- ნათქვამია მხატვრის მიერ გამოქვეყნებულ ანონსში.
შეგახსენებთ, რომ ლევან გოგიტაძე იტალიაში, კოზენცაში 20 ქუთაისელ მხატვართან ერთად გაემგზავრა. მხატვრებმა პლენერში მიიღეს მონაწილეობა. გოგიტაძემ იტალიაში ყოფნის დროს დახატა ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტები.