გამარჯვების ოლქში “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის” პროგრამის ფარგლებში,
ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით “თავისუფლების 100 წუთი”.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღნიშვნას, კლასიკური მუსიკის პოპულარიზებასა და ახალგაზრდების დისკუსიაში ჩართულობას.
“პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკული გააზრება”, “თავისუფლება ლიტერატურაში”, “ხელოვნება და წესები” – ეს ის თემებია, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა მოხსენება წაიკითხეს. გადა ამისა, 100 წუთის განმავლობაში გამარჯვების ოლქში მცხოვრებლებს შეეძლოთ მოესმინათ კლასიკუსი მუსიკისთვის და დაეთვალიერებინათ თემატური გამოფენა.
“ქალაქის კულტურული და ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭიროა მსგავსი აქტივობების განხორციელება. “თავისუფლების 100 წუთის” ორგანიზებით, გვინდოდა, გამარჯვების ოლქის მცხოვრებლებისთვის საინტერესო საღამოს მოწყობა. ყველაზე კარგი ამ პროცესში არის ის, რომ თავად პროგრამის ახალგაზრდები აორგანიზებენ აქტივობებს იმ უბნისთვის, სადაც ცხოვრობენ,” – ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე.
პროგრამის მონაწილის, დავით ჟორჟოლიანის თქმით, პირველი რესპუბლიკის შექმნიდან გავიდა 100 წელი, შესაამისად, სიმბლურად აღნიშნული ღონისძიების სათაური აქედან გამომდინარეობს.
“ასეთი ღონსიძიებების გახორციელება არის მნიშვნელოვანი იმისთის, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ თვითონ შეუძლიათ ამ ქალაქში ბევრი რამის შეცვლა და გაუმჯობესება. ჩვენი ყველა ღონისძიებით სწორედ ამას მოვუწოდებდით, იყვნენ აქტიურები და ერთად შევეცადოთ იმას, რომ გვქონდეს უკეთესი ქალაქი”,-განაცხადა დავით ჟორჟოლიანმა, პროგრამის “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის” მონაწილე და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
“თავისუფლების 1️00 წუთი” “აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის” პროგრამის მონაწილეების მიერ ორგანიზებული ციკლის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიებაა.
ციკლი ემსაუხრებოდა 4 მიზანს: “აღმოჩენისთვის”, გამარჯვებისთვი, შემეცნებისთვის და თავისუფლებისთვის”. თითოეული ჩამოთვლილი სლოგანის ქვეშ, ივლისსა და აგვისტოში ერთმანეთისგან არსობრივად და ფორმით განსხვავებული სამი აქტივობა უკვე განხორციელდა. ესენია: აღმოაჩინე ქალაქი; მუნდიალის ფინალური მატჩის ჩვენება ღია ცის ქვეშ; ბიბლიოთეკაში ჩატარებული კითხვის ორკვირიანი კურსი;
პროგრამა “აქტიური ახალგაზრდები-ძლიერი თვითმმართველობისთვის” ირაკლი შენგელიას ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სატესტო რეჟიმით მხოლოდ გამარჯვების ოლქში ხორციელდებოდა. მიმდინარე წელს ქუთაისის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას ექნება შანსი იყოს ჩართული აღნიშნულ პროგრამაში.