“ლეიბორისტული პარტიის” წევრები ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამსონ გუგავას თქმით, მერიამ მიმდინარე წელს ავტომანქანების შეკეთებისთვის მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გუგავას განცხადებით, შეუძლებელია 20 ავტომობილის შეკეთებას აღნიშნული თანხა დასჭირდეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ მერია ხელშეკრულებას მხოლოდ კომპანია “თეგეტა მოტორსთან” აფორმებს, რაც პირდაპირ კორუფციაზე მიუთითებს.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრები სამართალდამცავ ორგანოებს საქმით დაინტერესებას სთხოვენ.