ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით
აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატრი “საზოგადოება ქუთაისელია”. 24 სექტემბერს ორგანიზაციის წევრებმა, ხელოვანებმა განცხადება გააკეთეს, რომ დედაქალაქი არ უნდა დაემსგავსოს თავკომბალას. მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება რაიონებსა და ქალაქებს, რათა მნიშვნელოვნად მონაწილეობდნენ ქვეყნის მშენებლობის საერთო საქმიანობაში.
აქცია 3 ოქტომბერს, 14 საათზეა დაგეგმილი. პარალელურად, მომდევნო კვირიდან პარლამენტის ქუთაისში დარჩენას მშრალი შიმშილობით გააპროტესტებს მსოფლიო ჩემპიონი და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ბესიკ მიქელთაძე.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის შესახებ განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. პარლამენტი ფუნქციონირებას დედაქალაქში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გააგრძელებს. ქუთაისში არსებული შენობა კი შსს საკუთრებაში გადავა.