პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
არასამათვრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე ამბობს, რომ დარჩა მხოლოდ დაპირება – პარლამენტი ქუთაისში დარჩებოდა. ახალი გადაწყვეტილებით კი ხელი ქალაქის განვითარებას ეშლება.
“სახეზე გვაქვს დაპირება, რომელიც შეიცვალა. ხელისუფლებამ არ შეასრულა. ჩვენ, როცა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღებაზე იყო საუბარი, მივიღეთ დაპირება, რომ პარლამენტი ქუთაისში გააგრძელებდა მუშაობას. სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ქალაქის სამომავლო განვითარებას”,- განაცხადა “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადავა. მის ნაცვლად კი საპოლიციო ჰაბის გაკეთება იგეგმება.