“ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ” – ასეთია “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგნელის,
თორნიკე ბარათაშვილის, კომენტარი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქეებმა გააპროტესტონ.
“ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ. იმ პირობებში, როდესაც არც არაფერი შემოუთავაზებია 6 წლის განმავლობაში ხელისუფლებას პარლამენტის ალტერნატივად, ამ პარლამენტსაც უკლავენ აქ ფუნქციონირების საშუალებას. ვინც იცის რა მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტს ქუთაისისთვის ის ადამიანები უნდა გააქტიურდნენ.” – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან გადავა. მის ნაცვლად კი საპოლიციო ჰაბის გაკეთება იგეგმება.