“ქალაქისათვის პარლამენტის ალტერნატივა
უნდა იყოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი”, – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის შემთხვევაში პარლამენტის შენობა უფუნქციო არ უნდა დარჩეს და იქ ისეთი რამ უნდა განთავსდეს, რომელიც ქალაქს გამოადგება.
“ქალაქისათვის ალტერნატივა უნდა იყოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. თუ პარლამენტის შენობა დაიტვირთება ამის წინააღმდეგი არ ვარ. თუ კი ფუნქცია გამოეძებნება. თუ ქუთაისისათვის იქნება საინტერესო და მოიზიდავს ტურისტს ან ინფრასტრუქტურულ განვითარებას შეუწყობს ხელს. შენობის უფუნქციოდ დატოვებას მე მხარს არ დავუჭერ. რომ ყოფილყო პარლამენტი, ეს სამწუხაროდ არ ხერხდება. ამ შემთხვევაში ახალი ფუქნციის შეძენა ამ შენობისათვის მნიშვენელოვანია. ისეთი ფუნქციის, რომელიც ქალაქს გამოადგება”,- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.