“დღესაც მიმაჩნია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა
უნდა ყოფილიყო ქუთაისი და თბილისი.” – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის სამივე მაჟორიტარი პარლამენტის თბილისში გადატანის წინააღმდეგი იყო, თუმცა მათმა პოზიციამ უმრავლესობის გადაწყვეტილება ვერ შეცვალა.
“სამწუხაროდ, უმრავლესობაში დეპუტატების უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მიმაჩანია, რომ მათი გადაწყვეტილება არ არის მართებული. სამივე მაჟორიტარი მხარს ვუჭერდით ქუთაისში პარლამენტის დარჩენას. უმრავლესობაშ აღმოჩნდენ ის დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თბილისში უნდა გადასულიყო.”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
შეგახენებთ, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად 2019 წლის იანვრიდან გადავა. ქუთაისში მდებარე შენობაში კი საპოლიცია ჰაბის მოწყობაზე საუბრობენ.