“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის
ორგანიზაციის წევრი, გოგი წულაია ქუთაისში არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტესტებს. წულაიას თქმით, ქალაქში ქუჩები გადათხრილია და მოძრაობა შეუძლებელია. მისივე განმარტებით, გზებზე ხშირია წყალქცევები და მერია ერთსა და იმავე ქუჩაზე, რეაბილიტაციის მიზნით, სამუშაოებს რამდენჯერმე იწყებს.
“ჭიღვარიამ გააგრძელა მურღულიას ხელობა. რა მგომარეობაც წლების განმავლობაში ასათიანის ქუჩაზე იყო, იგივე მდგომარეობაა რუსთაველის ქუჩაზეც. ამოთხარეს, დატოვეს და ექვსი დღეა ერთი კაციც არ მოსულა. საღამოობით აქ არის წყლისქცევები, ე.ი გაკეთებულია უხარისხოდ და თავიდან უნდა გაითხაროს. ალბათ, ეს პროცესი ერთი წელი გაგრძელდება. გადაადგილება შეუძლებელია, ისპობა მანქანები და ისპობა ნერვები. თუ მურღულიას დროს ასათიანზე გაყინული თევზი დავიჭირე, მალე მოვუყვან ცოცხალ თევზს ჭიღვარიას, გავუშვებ რუსთაველზე და დავიჭერ ბადით. ჭიღვარია, რას პოზიორობ, ქალაქი თავზე გენგრევა,-” განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიას თქმით, სამუშაოებს კვლავ თურქული კომპანია თაღლითური გზით აწარმოებს.