,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული
სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად.” – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელიც ქუთაისის საკუთრებაში არსებული სკვერების ფაქტიურ მდგომარეობას შეისწავლის.
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული სამშენებლო ნებართვებისა და ადგილების გასხვისების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში გასხვისებული სკვერის და იქ მიმდინარე მშენებლობის გამო. ერთი მსგავსი მშენებლობა უკვე შევაჩერეთ. დაუშვებელია ქალაქში სადაც ეკოლოგია არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაშია სკვერების გასხვისდეს და ხეები მოიჭრას. ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კომისია დადებს დასკვნას სადაც ზუსტად იქნება აღწერილი ის ადგილები სადაც სკვერია და ასევე დაითვლება მათი რაოდენობა,სკვერების გასხვისება და იქ ხეების ჭრა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქუთაისში,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
კომისიის წევრები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან. მისი შექმნის აუცილებლობა, სკვერების აღნაგობის უფლებით გაცემამ და ადგილზე მშენებლობების წარმოებისთვის ნებართვების გაცემამ გამოიწვია. კომისიამ ქალაქში არსებული ყველა სკვერის რაოდენობისა და ადგილმდებარეობის შესახებ დასკვა უნდა დადოს.