“ტვინს მეც ვანძრევ ხოლმე, მხოლოდ ჟურნალისტებს არ ვეუბნები,”-განცხადება პრეზიდენტობის
დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში შეკრებილი ამომრჩევლის წინაშე გააკეთა.
პრეზიდენტობის კანდიდატს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისიდან დაიწყო. ამომრჩევლებთან შეხვედრამდე და მის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილი კახი კალაძემ წარუდგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს და 73 000-მდე ხელმომწერს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისთან სიახლოვესა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, გავრცელებული მოსაზრებები პრეზიდენტის უფლებების შესახებ მცდარია.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.