ქუთაისში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის,
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ხმაურით დაიწყო. ზურაბიშვილი მხარდამჭერებს მოსხიშვილის თეატრში ხვდება.
აქციას მოქალაქეები და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს ღალატში ადანაშაულებენ და მის მხარდამჭერებს მოსყიდულებს უწოდებენ.
“ოკუპანტს არავინ უნდა ემსახურებოდეს”, ნუ შეურაცხყოფ გმირებს” – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და მესხიშვილის თეატრის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის პარალელურად ზურაბიშვილის წინასაარჩევნო პროგრამას თეატრში შეკრებილ მხარდამჭერბს აცნობს.