მოქალაქეები საქართველოს ახალ პრეზიდენტს 2018 წლის 28 ოქტომბერს აირჩევენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს აქვეყნებს. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები წინასაარჩევნო გარემოს 10 აგვისტოდან აკვირდებიან.
2018 წელს პრეზიდენტი უკანასკნელად აირჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის შემდეგ პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნების გარეშე, არაპირდაპირი წესით აირჩევა. გამონაკლისის სახით, 2018 წელს პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრა.
“სამართლიანი არჩევნების” კვლევაში პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა, თბილისში ჩატარებული საპროტესტო აქციები, საკანონმდებლო ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირება და პოლიტიკური პატიების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენა მოხვდა.
“სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებული კვლევა
ამ დროისათვის პრეზიდენტობის სურვილი ცესკოში 37-მა კანდიდატმა დააფიქსირა.