ცესკო-ში საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი
37-მა ადამიანმა დააფიქსირა. რეგისტრაცია კი ჯერჯერობით მხოლოდ 22-მა გაიარა. პრეზიდენტობის 37 მსურველიდან მხოლოდ 3-ია ქალბატონი. 2 მათგანი საინიციატვო ჯგუფმა, ერთი კი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა.
სალომე ზურაბიშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატიუა, რომლის წევრებიც არიან: თეიმურაზ ბაბლუანი, ვახტანგ ლაღიძე, რუსუდან გლურჯიძე, სიმონ პეტრიდისი, ივანე იანტბელიძე, გურამ სულთანიშვილი, გიორგი კალანდია, ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი, თამარ ჩხეიძე, ივანე მაჭავარიანი,ანგი ხუციშვილი.
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას უკვე ატარებს. იმყოფებოდა ქუთაისშიც.
საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა ელისო დონაძეც. ჯგუფის წევრები არიან: სოფია ეცადაშვილი, მარინე გიგნაძე, ზაალი გოგენია, მარინე ბერიშვილი, ნუგზარ ვახანელიდისი. მას ჯერ წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია. მის შესახებ ინფორმაციაც ჯერჯერობით არ იძებნება.
თამარ ცხორაგაული პრეზიდენტობის კანდიდატად “თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზა “-მ წარადგინა. საარჩევნო კამპანია არც ამ კანდიდატს დაუწყია.
37 მსურველს შორისაა რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ის კანდიდატად უკვე დარეგისტრირდა.