ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მერის ყოფილმა თანაშემწემ, ნინო ნიკაჭაძემ მოუგო.
მუნიციპალიტეტის მერიას ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე დაუყონებლივ აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. ამ ეტაპზე განაცდურის რაოდენობა 8 800 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო.
ნინო კინაჭაძე ზესტაფონის მერის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული. “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის მიღების შემდეგ, მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმეს და 2017 წლის 31 დეკემბერს, ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სასამართლოში ნინო ნიკაჭაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი, ნატო გოგიაშვილი იცავდა.