იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის ვიცე მერმა, გიორგი იობაშვილმა ისრაელის ელჩს საქართველოში, შაბთაი ცურის უმასპინძლეს.
მხარეებმა 26 საუკუნოვანი ქართულ–ებრაული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ორ დამეგობრებულ ქალაქს ქუთაისსა და აშკელონს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე იმსჯელეს.
“დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობას ანალოგი არა აქვს. ბატონი ელჩი მრავალი წელია ქუთაისთან მეგობრობს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება, რომელიც ჩვენს ქალაქში წარმატებით განხორციელდა,”- განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა, გიორგი იობაშვილმა.
ისრაელის ელჩმა ქუთაისში 10, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 სოციალურად დაუცველ ბავშვს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.