ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროცესი ხიდის გარე იერსახის გასუფთავებას, თავსა და ბოლოში ქვისა და ბრინჯაოს ნაგებობის დადგმას მოიცავს. ხიდზე მოეწყობა განათებაც.
“ხიდზე ბრინჯაოს ელემენტებით გაფორმებული 4 ქვის ნაგებობა დაიდგმება. ეს პროექტი თავად ხიდის პროექტის ავტორის, გივი თოდაძის მიერაა შემუშავებული,”-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ჩხიკვაძემ.
აღნიშნულ პროექტზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.