გამთენიისას ტყიბულში მომხდარი უბედური
შემთხვევის გამო გარცავლილტა ოჯახებს სამძიმარს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების უცხადებენ.
“ვუსამძიმრებ ტყიბულის შახტში გარდაცვლილთა ოჯახებს.ეს არა მხოლოდ ამ ოჯახების, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
შრომის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. დღეიდან დაიხურება ტყიბულის ყველა შახტი და მუშაობა არ განახლდება, ვიდრე ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმა არ იქნება დაცული.” – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.”- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია.
შეგახენებთ, მინდელის სახელობის შახტაში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დაშავებულები საავადმოყოფოში არიან გადაყვანილი და როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ხელისუფლებამ კი ტყიბულში 25-ვე შახტის დახურვა გამოძიების დასრულებამდე გადაწყვიტა.