ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას იწყებს.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განათავსონ.
“ნებისმიერ მსურველს დღეიდან, მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, საშუალება ექნება, საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას. საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით,”-განმარტავენ ქუთაისის მერიაში.
პროექტი usaid-ს-ს და GGI-ს-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა. განაცხადის შევსება შესაძლებელია ბმულზე- www.Volis.Kutaisi.gov.ge.