“მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქუთაისის

მერიის მაღალჩინოსნის ნათესავს აქვს ჩამოტანილი დროში ტარი და ვერ ასაღებენ”  – ასე გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერიის მიერ დროში დგარის დამონტაჟებისათვის მეორედ გამოცხადებულ ტენდერს.

ქუთაისის მერიამ დროშის დგარის გასაკეთებლად 65 651-ლარიანი ტენდერი კვლავ გამოაცხადა. დროშები ამჯერად ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ უნდა დაიდგას. საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიგია შუშანია აღნიშნულ ტენდერში კორუფციის ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ თანხა გაცილებით დიდია, ვიდრე დროში დგარის დამონტაჟებას სჭირდება.

“საბოლოო ჯამში, მეჩვენება, რომ ქუთაისის მერიის რომელიღაც მაღალჩინოსნის ახლობელს აქვს ეს ტარი გასასაღებელი, რაღაც ბოძი და ამისათვის ეძებენ ადგილს. ხან ნიკეას ქუჩის ბოლო მოიგონეს, ხან ბაგრატის ტაძარი. რათქმაუნდა დროშის აღმართვა კარგია, მაგრამ ადეკვატური უნდა იყოს შესაბამისი ღირებულება. ჩემი აზრით, ბადებს კორუფციის ნიშნებს და მართლა მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნის ნათესავს აქვს ჩამოტანილი დროში ტარი და ვერ ასაღებენ”,- განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მერიამ დროშის 4 დგარის დასამონტაჟებლად ტენდერი გამოაცხადა. მაშინ დროშების განთავსება ნიეკას ქუჩაზე იყო გათვალისწინებული. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების პროტესტის შემდეგ მერიამ ტენდერი გააუქმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *