ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა.
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საბჭოს წევრებს ქუთაისში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა, მათ შორის: ცენტრალურ და ხარაზოვის ბაღში დაგეგმილი ცვლილებების.
“მრჩეველთა საბჭოს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქში ბევრი პროცესი მიმდინარეობს. თქვენი ჩვენს გვერდით დგომა საჭიროა,”-განაცხადა ჭიღვარიამ.
ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე ახალი ინიციატივების განთავსების საშუალების შესახებ ისაუბრა. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი იდეებისა და პროექტების ელექტრონული ვერსიები წარუდგინოს.
მრჩეველთა ახალი საბჭო ქუთაისის მერის ინიციატივით შეიქმნა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. საბჭო ოცდაერთ წევრისაგან შედგება.