ქუთაისის მერიის სპორტის ააიპს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა გასულ კვირაში მოუგო.
ირაკლი კიკვაძე ყოფილ უფროსს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს.
გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის მერიაში ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში განაცხადეს, გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც მხარეები სასამართლოს განაჩენს წერილობითი ფორმით 20-30 დღის ვადაში ჩაიბარებენ.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრი და ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან მიმდინარე წელს გაათავისუფლეს. კიკვაძე აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება ქალაქის მერის კაბინეტში გადაწყდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დარინა აბულაძემ მიიღო. ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი ნატა გოგიაშვილი იცავდა.