ქუთაისში რეგიონული კონფერენცია
– მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ. კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის -თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.
“გადაწყვეტილების მიღების პროცესში მამაკაცების დომინანტობაა. 90 პროცენტი მამაკაცია, ძალიან დაბალი მონაწილეობაა ქალის მიუხედავად იმისა, რომ არიან საქართველოში ძალიან განათლებული, კომპეტენტური, აქტიური, კეთილსინდისიერი ქალბატონები. მაგრამ მათ ხვდებათ ძალიან დიდი დაბრკოლებები და ის საკითხები, რომლებიც ამ მოსახლეობისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივად იჩრდილება სხვა თემებით. გადაწყვეტილებები, რომელებიც მიიღება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე ამ საჭიროებებს არ ასახავს. ამ პრობლემებზე ვცილობთ დავუშვათ გარკვეული რეგულაციები, რომლებიც ქალებს დაეხმარებათ უფრო ადვილად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას თქმით, მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის საბჭოების იმ დანიშნულებით მუშაობა, რომელიც მათ აქვთ.
“პრობლემა ის არის , რომ ნაკლები ჩართულობაა თავად ქალების მხრიდან ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. რიგი საჭიროებები, რომელიც წყალმომარაგების, სკოლამდელი განათლების საკითხს ეხება და გენდერული ნიშნის მატარებელია მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების უშუალოდ ჩართულობით და თვითმმართველობის ჩართულობით იქნას განხილული და გადაწყვეტილი”,- განაცხადა ნინო ხუხუამ.
კონფერენციას 90-მდე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი (იმერეთის მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) ესწრებოდა, რომელთაც მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის როლი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართელობის როლი გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებასა და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავების პროცესში, გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნის საკანონმდებლო საფუძვლები და უფლება-მოვალეობები; მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული ბარიერები ქალი ამომრჩევლისათვის და ქალის პოლიტიკაში მონაწილეობისთვის, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობა და გენდერული კვოტირების მნიშვნელობა საქართველოში და ქალი როგორც მსხვერპლი ოჯახში ძალადობის და საზოგადო კლიშეების, დისკრიმინაციის და უგულვებელყოფის ფაქტების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA). ღონისძიების მხარდამჭერი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტის (EWMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)