ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის დეპუტატი გიგა შუშანია ქუთაისის
მერს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. შუშანია აცხადებს, რომ მერს დეკემბრის თვეში შესყიდვების ანგარიში არ წარმოუდგენია. მისივე თქმით, გაუგებარია, რაში იხარჯება მერიის სარეზერვო ფონდი.
ბრალდებებს ქუთაისის ვიცე-მერმა იუზა უგულავამ უპასუხა. უგულავა აცხადებს, რომ შესყიდვების დოკუმენტი დადებულია. რაც შეეხება სარეზერვო ფონდის ხარჯვას, პიროვნული ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება ქუთაისის მერიას არ აქვს.