ქუთაისის მერიამ სახლი #1-ის ორი სართულის დემონტაჟისათვის 71 ათასი ლარის
ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულს ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ შესაძლოა, მერიამ საბიუჯეტო სახსრები ტყუილად დახარჯოს და კომპანიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, სახლი #1-მა 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე გადაიხადა და უნებართვო მშენებლობის ფაქტი აღიარა.
“გასაჩივრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სახლი #1-მა გადაიხადა ჯარიმა, რითაც აღიარა ფაქტი, რო მას ჰქონდა უნებართვო მშებელობა. ასე რომ ვთქვათ, თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მერიას ეს საქმე ნახევრად მოგებული აქვს,”-განაცხადა გიორგაძემ.
დემონტაჟი ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების-თანავე დაიწყება.