ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში 5 შტატი გაუქმდა.
როგორც მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, 5 ახალი შტატი სხვადასხვა სამსახურებში შეიქმნა. მისივე თქმით, თუ მოხელეებს საბინაო სამსახურში 1400 ლარიანი ხელფასი ჰქონდათ, ცვლილების შედეგად, ახალ პოზიციებზე დასაქმებულები 900 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ.
“გავაუქმეთ ეს შტატები და შევქმენით 5 ახალი შტატი, რითაც თვეში 2500 ლარის ეკონომია გავაკეთეთ,”-განაცხადა გიორგაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიაში თანამდებობებზე შერჩევა პარტიული აქტივობის მიხედვით მიმდინარეობს.