საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში

წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, 3000–მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე, გაკეთდება რეზერვუარები და აბონენტების გამრიცხველიანება განხორციელდება. გარდა ამისა, დაწყებულია გორისას რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა.
სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 7, 9 მლნ ლარს შეადგენს.

წყლის სისტემის მოწყობის პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, იმერეთის გუბერნისაა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *