მოხელეები თერჯოლის მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებად და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებად გადანაწილდნენ.
მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებად 13-13 მოხელეა დანიშნული. მათ შორისაა ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები და სპეციალისტები.
თერჯოლის მერიაში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნა უახლოეს დღეებში დასრულდება.