ქუთაისის მერიის ოფიციალური ვებ გვერდი მუშაობას სატესტო რეჟიმში აგრძელებს.
აღნიშნული გვერდი თვითმმართველობამ, USAID GGI-ს პროგრამის ფარგლებში, IDFI-ს დახმარებით განაახლა.
როგორც ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე განმარტავს, ვებ გვერდს დამატებითი ფუნციები ექნება, მათ შორის შესაძლებელი იქნება ელექტრონული პეტიციის წარდგენა.
ვებ გვერდის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ელექტრონული პეტიციის წარდგენა. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ვებ გვერდზე მოცემული ველები. ამასთანავე შესაძლებელი იქნება მისი გაზიარება და მათ ვინც დაეთანხმება პეტიციის შინაარსს, ექნებათ ხელმოწერის შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში.
ასევე, გვერდს აქვს გამოწერის (ე.წ. სუბსცრიბე) ფუნქცია;
ვებ გვერდის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება ელექტრონულად გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში შესაბამისი ველების შევსების მეშვეობით; ასევე შესაძლებელი იქნება ვებ გვერდის მეშვეობით მერიის წარმომადგენლებთან დაკავშირება, გაგზავნილი შეტყობინება მერიის ელექტრონულ ფოსტაზე ატომატურად მივა.
ვებ გვერდს აქვს განყოფილება “შეავსე კითხვარი”, სადაც სხვადასხვა სახის გამოკითხვა ჩატარდება. ამჯერად სატესტო რეჟიმში ჩართულია გამოკითხვა გვერდის დიზაინთან დაკავშირებით.