“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის

ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისში, მუხნარის ტყეში ხეების ხმობის ფაქტს აპროტესტებს. წულაია აცხადებს, რომ ხელისუფლება სანიტარულ ჭრებს ვერ აწარმოებს და დაზიანებული წაქცეული ხეები ნორჩ ხეებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

“მუხნარის ტყე კვდომას განიცდის. ხელისუფლება ვერც პრობლემას აგვარებს და არც ხელმოკლე ოჯახებს აძლევს დაზიანებული ხეების მოჭრისა და გამოყენების საშუალებას,”-განაცხადა წულაიამ.

“თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელის განმარტებით, პრობლემა გაცილებით დიდია და საფრთხის ქვეშ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტყე-პარკებია.

“მძიმე დღეშია ბახმარო, აჯამეთი, აბასთუმანი, ბორჯომი-ხარაგაულის ტყე პარკი. ჩემი თვალით მაქვს ნახული, რომ ყველა ტყე განიცდის კვდომას,”-აცხადებს წულაია.

პარტიაში ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *