ქუთაისის საქალაქო სასამართლო “ლეიბორისტული პარტიის”
ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგლის ირაკლი კიკვაძისა და ქუთაისის “ააიპ სპორტულ დაწესებულებათა” გაერთიანების საქმეს განხილავს. კიკვაძე თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს და განმარტავს, რომ ის 2006 წლიდან “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა. კიკვაძის თქმით, მას ახალი მერის დანიშვნამდე პრობლემა არ შექმნია. ირაკლი კიკვაძეს მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
“დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს ობექტურ გადაწყვეტილებას.”- აცხადებს ირაკლი კიკვაძემ.
სასამართლო პროცესი 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოში დაიწყო. საქმეს მოსამართლე დარინა აბულაძე განიხილავს.