წყალტუბოს საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი სარბაზის

150-მდე წარმომადგენელს სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეა წარუდგიენს. სამოქალაქო ბიუჯეტირების მეშვეობით, წყალტუბოს მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 1-5% განკარგვაში ჩაერთვებიან. ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”თავმჯდომარის ბადრი პაპავას თქმით, ბიუჯეტირება წელს დაიწყება და 2019 წელს ადგილობრივები უკვე ნახავენ მათივე ჩართულობით შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგებს.

“პროცესი შედგება 7 ეტაპისგან. პირველ ეტაპზე ხდება მოქალაქეების გამოკითხვა. შემდეგ მუნიციპალიტეტი დაიყოფა ზონებად. ამ ზონებიდან შემოვა კონკრეტული წინადადებები, რომელსაც განიხილავენ სპეციალური სამსახურები. შემდეგი ეტაპი იქნება წინადადებების დოკუმენტირება. ამის შემდეგ გადაწყდება თუ რომელი პროექტი დაფინანსდება. მეშვიდე ეტაპი კი უკვე მონიტორინგს გულისხმობს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი კარგი ბერკეტი მოქალაქეები ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მართვაში” – ამბობს ბადრი პაპავა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარე.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტირების მეშვეობით საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობის ფორმირება იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *