გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში,
საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. პრეზიდენტის გამოსვლას დეპუტატების გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დებატების მოთხოვნა პრეზიდენტის ან ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა, თუმცა დებატები მაინც დაინიშნა და ტრადიცია არ დაირღვა.
ცნობილია, რომ უმრავლესობას პრეზიდენტთან სხვადასხვა კითხვები სხვადასხვა საკითხებზე ექნება. კითხვების ნაწილი შეწყალების საკითხებს დაეთმობა.
პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილს დღეს ბოლოჯერ მოუსმენენ.