მიმდინარე კვირის დასაწყისში ქუთაისის მერმა
100 დღიანი მუშაობა შეაფასა. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მერიიდან გამაოთხოვილი დოკუმენტის მიხედვით, კლიპის დამზადება 4 ათას 800 ლარი დაჯდა.
“კლიპი, რომელიც ქუთაისის მერიის100 დღეს მიუძღვნეს, თურმე 4800 ლარი დაუჯდათ. არ ჯობდა მერს წაეკითხა ეს არაფრისმთქმელი ანგარიში და ეს თანხა სხვა უფრო ღირებულ რამეზე დაეხარჯა?”- ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი საკრებულოში გიგა შუშანია და დოკუმენტს აქვეყნებს.
ასი დღის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვიდეოკლიპის პრეზენტაცია მოეწყო. სოციალურ და ინფრასტრუქტურული პროექტებთან ერთად, ვიდეორგოლში ყურადღება სპორტულ და სახელოვნობო მიმართულებებზე გამახვილდა. კლიპის მიხედვით, ქუთაისში 70 კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო.