“გვირილობის” დღესასწაულზე ქუთაისს დიპლომატები 15 ქვეყნიდან ესტუმრნენ.
უკრაინის, მოლდოვას, უნგრეთის, ლიტვისა და სხვა ქვეყნების დიპლომატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს ორმაისობა მიულოცეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრეს. უცხო ქვეყნის დელეგაციები ძირითადად ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქებს წარმოადგენენ. ამასთან დღეს ქუთაისს საქართველოში აკრედიტებული 17 ელჩი სტუმრობს.
“მოგესალმებით ყველა მოქალაქეს. მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი თქვენს ფესტივალს. პირველად არ ვარ ქუთაისში. ჩვენს ქალაქში საქართველოს ძალიან ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს. ბევრი მათგანი დღეს ქუთაისშია,”-განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა.
“განსაკუთრებით მივესალმები ყველა სტუმარს. ქუთაისი სტუმართმოყვარე ქალაქია. მეამაყება, რომ ქუთაისელი და ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ,”-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კვიცარიძემ.
“გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა ქუთაისში დილიდან დაიწყო.