ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სრულად დააფინანსებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ გააკეთა. თვალთვაძის თქმით, უხეში გაანგარიშებით, პროექტის ღირებულება 15 მილიონს შეადგენს.
“ჩვენთან ერთად მუშავდება პირობები, რის საფუძველზეც უნდა გამოცხადდეს ტენდერი. შესაბამისად, მუნიციპალური განვითარების ფონდს ვერ ექნება პროექტი, რომელიც აწი უნდა შეისყიდოს. ვერავინ უარყოფს აღნიშნულ ფონდში იმას, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ვინც იქნება პროექტის განმახორციელებელი, მან უნდა დადოს ხარჯთაღრიცხვა. პროქტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი იქნება,”-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, პროექტის შესყიდვაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.