“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა
14 საათის მდომარეობით, დააფიქსირეს 2 დარღვევა.
#54-53 (ვანის) ოლქის #13 საარჩევნო უბანსა და #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე.
“სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.